თბილისი, 31 ივლისი— Sputnik. აშშ-ის შტატ კენტუკიში წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად მსხვერპლის რაოდენობამ 26 ადამიანს მიაღწია, განაცხადა შტატის გუბერნატორმა ენდი ბეშირმა.
მანამდე ბეშირმა რვა დაღუპულის შესახებ აღნიშნა და შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან ასევე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ შეიძლება გაზრდილიყო.
აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარასკევს წყალდიდობას, რომელიც ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია, დიდი სტიქიური უბედურება უწოდა და კენტუკისთვის ფედერალური დახმარების ნებართვა გასცა.
გასული წლის ბოლოს შტატმა ტორნადოების სერია გადაიტანა, რომლებმაც 80–მდე ადამიანი იმსხვერპლა.