თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. დმანისიდან დასავლეთით 22 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, აღნიშნულია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ბიძგები თბილისის დროით 22:55 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 10 კმ სიღრმეში მდებარეობდა.