თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან მიდის და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირს წყვეტს, განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ადვოკატის განცხადებით, ამის მიზეზი ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკა.
„მიზეზი მისი სიცოცხლის შენარჩუნება, გადარჩენა გახდა. აქედან გამომდინარე, სხვა ყველა საკითხი, მათ შორის, პოლიტიკაც, მოიხსნა და საერთოდ მიდის ქართული პოლიტიკიდან, არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“. ახლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი დგას და არა - პოლიტიკის“, - განაცხადა გელბახიანმა.
ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი გასული წლის 1 ოქტომბერს დააკავეს. ის უკვე ათი თვეა, საპატიმროში იმყოფება და ჯანმრთელობას უჩივის.