თბილისში ღამით მასობრივი ჩხუბი მოხდა

ჩხუბში დაახლოებით 30 ადამიანი მონაწილეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ათამდე ეკიპაჟი.
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. თბილისში, დიდ დიღომში წუხელ მასობრივი ჩხუბი მოხდა ათობით ადამიანის მონაწილეობით, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი".
ჩხუბი გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში დაახლოებით 30 ადამიანი მონაწილეობდა. ადგილზე საპატრულო პოლიციის ათამდე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
პოლიციამ დასაკითხად 15–მდე ადამიანი გადაიყვანა განყოფილებაში.
შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.