მსოფლიო დღეს

მაიმუნის ყვავილის გამო ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Sputnik
თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ნიუ-იორკის გუბერნატორმა კეტი ჰოკულმა შტატში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, იუწყება გუბერნატორის პრესსამსახური.
„შტატში მაიმუნის ყვავილის გავრცელების შესახებ უახლესი მონაცემების განხილვის შემდეგ, ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას... რათა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ამ აფეთქების წინააღმდეგ“, — ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებში გამოვლენილი ინფიცირების ყოველი მეოთხე შემთხვევა ნიუ-იორკზე მოდის.
ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკში მაიმუნის ყვავილის 1345 შემთხვევაა დაფიქსირებული. მეორე ყველაზე დაზარალებული შტატი კალიფორნიაა, სადაც 799 შემთხვევა გამოვლინდა.
მანამდე, 23 ივლისს, მაიმუნის ყვავილი ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობად ჯანმომ გამოაცხადა. ამ დროისათვის დაავადების წინააღმდეგ გამოსაყენებლად ევროპაში უკვე დამტკიცებულია ერთი ვაქცინა.
წყარო: New-York State