ირაკლი ღარიბაშვილი ეპისკოპოს დამიანეს ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) თბილისთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
Sputnik
თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მრევლს, სამთავისისა და კასპის ეპარქიას, საქართველოს საპატრიარქოს“, - აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავარი, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) ავტოკასტასტროფის შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს, მარტყოფთან მოხდა.
62 წლის ეპისკოპოსი მძღოლთან ერთად იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა.