თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ბოლო დროს სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება იმის თაობაზე, რომ მანამდე ნაკლებად ცნობილი ბაქტერია Bacillus cereus სულ უფრო ფართოდ ვრცელდება, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის, ნათქვამია ჟურნალ Nature Microbiology-ში გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში.
სწავლულების თქმით, აღნიშნული ბაქტერია ნახშირწყლებით მდიდარ კვების პროდუქტებს აბინძურებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შესაძლოა მაცივარში ინახებოდეს.
როგორც ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგი ანუკრიტი მატური განმარტავს:
როგორც ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგი ანუკრიტი მატური განმარტავს:
„ეს ბაქტერიები სხვადასხვა პირობებში გვხვდება: ნიადაგში, ცხოველებისა და მწერების ქსოვილებში, მტვერსა და მცენარეებში. ის იოლად მრავლდება ბრინჯში, რძის პროდუქტებსა და ბოსტნეულში“.
მართალია Bacillus cereus-ის ზოგი შტამი ფერმენტირებული და რძემჟავა პროდუქტების დამზადებისას გამოიყენება, მაგრამ არსებობს ისეთი შტამებიც, რომლებიც მძიმე კვებითი მოწამვლისა და სიკვდილის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.
მაგალითად, მეცნიერებმა აღწერეს შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახის ხუთმა ბავშვმა მაცივარში ოთხი დღის ნადები მაკარონის სალათი მიირთვა, რასაც უმცროსი შვილი ემსხვერპლა, დანარჩენებმა კი თირკმლის უმძიმესი კრიზისი ძლივს გადაიტანეს.
მართალია, ბოლო დროს ამგვარი დაინფიცირების შემთხვევები სულ უფრო იზრდება, მაგრამ ისინი ხშირად რჩება შეუსწავლელი, ვინაიდან შედარებით იოლად მიმდინარეობს. თუმცა თავად დაავადებულს ავადმყოფობა იოლი სულაც არ ეჩვენება, ვინაიდან მას თან ახლავს პირღებინება, მაღალი ტემპერატურა, ზოგადი ინტოქსიკაცია და ასევე ცალკეულ შემთხვევებში ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დაზიანება.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს ბაქტერიები განსაკუთრებით სახიფათოა ორსული ქალებისთვის, ახალშობილებისა და ასევე იმუნიტეტდაქვეითებული ადამიანებისთვის.
უცხოელი ბიოქიმიკოსები და გასტროენტეროლოგები გვაფრთხილებენ, რომ მოხარშული ბრინჯი, მაკარონი და ნახშირწყლებით მდიდარი სხვა პროდუქტები არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევინახოთ მაცივარში 24 საათზე მეტ ხანს, ვინაიდან ხანგრძლივად გაცხელების შემთხვევაშიც კი საკვებში შესაძლოა მაინც დარჩეს სახიფათო ბაქტერიები და ტოქსინები.

წყარო: Nature Microbiology