ეპისკოპოსი დამიანე ავტოავარიას ემსხვერპლა

Sputnik
თბილისი, 30 ივლისი - Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავარი, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია) ავტოკასტასტროფის შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს, მარტყოფთან მოხდა.
62 წლის ეპისკოპოსი მძღოლთან ერთად იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.