მსოფლიო დღეს

წყალდიდობა კენტუკიში: არის მსხვერპლი - ვიდეო

გუბერნატორმა მანამდე განაცხადა, რომ მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. აშშ-ის შტატ კენტუკიში წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად მსხვერპლის რაოდენობამ რვა ადამიანს მიაღწია, განაცხადა შტატის გუბერნატორმა ენდი ბეშირმა.
მანამდე ბეშირმა სამი მსხვერპლის შესახებ აღნიშნა და შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან ასევე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ შეიძლება გაზრდილიყო.
„სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა", – დაწერა გუბერნატორმა Twitter-ში.
გავრცელებული ინფორმაციით, უამინდობის გამო შტატში უშუქოდ 23 ათასამდე აბონენტია დარჩენილი.