საქართველოში ვარდავარის დღესასწაული აღნიშნეს - ფოტო

ბათუმის სურბ პრკიჩის სომხურ ეკლესიაში ვარდავარი, ანუ ფერისცვალების დღესასწაული აღნიშნეს.
Sputnik
იესო ქრისტეს ფერისცვალება, ანუ ვარდავარი ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაულია სომხური ეკლესიისთვის. ბათუმში ამ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ.
1 / 12

ვარდავარი უფლის ფერისცვალების დღესასწაულია

2 / 12

ვარდავარს აღდგომიდან 14 კვირის შემდეგ აღნიშნავენ. დღესასწაული ცნობილია წყლით გაწუწვის ტრადიციით

3 / 12

დღესასწაულის სიმბოლო ასევე არის წითელი ვარდები

4 / 12

ერთ-ერთი ვერსიით, ვარდავარი კავშირშია სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთ ასთჰიკთან

5 / 12

ვარდავარი ასევე უკავშირდება ანაითს – სიყვარულისა და ნაყოფიერების ქალღმერთს, სწორედ აქედან მოდის ერთმანეთის გაწუწვის ტრადიცია

6 / 12

სომხურ ტრადიციულ დღესასწაულებს შორის ვარდავარი ყველაზე დიდი საზაფხულო დღესასწაულია

7 / 12

ასე გადაიზარდა რიტუალური გაწუწვა ხმაურიან საბავშვო გასართობში

8 / 12

ვარდავარს ბევრი აღიქვამს საბავშვო დღესასწაულად

9 / 12

ბავშვები ასეც ამბობენ - „ვარდავარის თამაში“, ანუ ერთმანეთისა და გამვლელების გაწუწვა

10 / 12

დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია ვარდები, რომლებსაც აკურთხებენ და მონაწილეებს ურიგებენ

11 / 12

აქ ასევე აკურთხებენ ვაშლებსა და ატმებს, შემდეგ კი დღესასწაულზე მყოფებს აძლევენ

12 / 12

ყოველი დღესასწაული იწყება სარიტუალო ცეცხლის დანთებით და წყლის კურთევით