ექსპერტი: გაზის ახალი საბადო საქართველოს ენერგოდამოკიდებულებას შეამცირებს

Sputnik
თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. გაზის საბადოს დამუშავება ხელს შეუწყობს საქართველოს – ნაკლებად იყოს დამოკიდებული გაზის იმპორტზე, განაცხადა ვიდეოხიდის დროს ჟურნალ „გეოენერგეტიკა ინფოს“ მთავარმა რედაქტორმა ბორის მარცინკევიჩმა.
ახალ საბადოზე გაზის მოპოვება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება და, ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, საქართველო პირველ ხელშესახებ შედეგებს 2024 წლისთვის მიიღებს.

„საქართველოსთვის ეს საკმაოდ დიდი მოცულობაა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმოების დონემ წელიწადში 2 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწიოს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს შესაძლებელს გახდის, შემცირდეს იმპორტი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან", – განაცხადა მარცინკევიჩმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ამ დროისათვის ტექნიკურ-ეკონომიკურად შესწავლილი არ არის, თუ „რა მოჰყვება ამ შეთანხმებას და რა ეღირება ბუნებრივი აირი“.
თბილისის მახლობლად აღმოჩენილ საბადოზე გაზის მოპოვებით Block Energy დაკავდება, რომელიც ინოვაციურ ტექნოლოგიებს იყენებს საქართველოში ადრე აღმოჩენილი საბადოების პოტენციალის გამოსავლენად.