თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი ტაბატაძემ (+100კგ) ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე გუნდური პირველი ადგილი მოუტანა.
დღესვე, მანამდე ბრინჯაოს მედალი მოიგო გიორგი ბადუაშვილმა.
კონტინენტის ზაფხულის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სლოვაკეთის ქალაქი ბანსკა-ბისტრიცა მასპინძლობს, სადაც სპორტის 10 სახეობაში 48 ქვეყნის 3.000-ზე მეტი წარმომადგენელი ასპარეზობს.
საქართველოდან ფესტივალში 28 სპორტსმენი მონაწილეობს შვიდ სახეობაში: ძიუდო, ცურვა, ველოსპორტი, ბადმინტონი, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, სპორტული ტანვარჯიში.