თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. „Sputnik-საქართველოს“ მკითხველთა უმრავლესობის სურვილია უძრავი ქონება საბურთალოს რაიონში ჰქონდეს. ამაზე მეტყველებს საინფორმაციო სააგენტოს ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.
კითხვაზე, „თბილისის რომელ რაიონში გსურთ ბინის შეძენა?“, მკითხველთა 55,6%-მა საბურთალოს რაიონზე შეაჩერა არჩევანი.
მკითხველთა აზრით, სამეულში ასევე შევიდა თბილისის ცენტრალური რაიონები – ვაკე (11%) და მთაწმინდა (10,1%).
სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატის" მონაცემებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2022 წლის მეორე კვარტალში 4,5%-ით გაიზარდა.