ტრაგედია მარმოლადას მყინვარზე - ფოტოები სამაშველო ოპერაციიდან

იტალიაში მარმოლადას მთაზე ჩამოწოლილმა ზვავმა შვიდი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
Sputnik
იტალიის ალპებში მყინვარიდან ზვავი ჩამოწვა.
დაიღუპა მინიმუმ შვიდი ადამიანი, თხუთმეტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. რვა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება, ორი მათგანი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია.
უბედური შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
1 / 8

მარმოლადას მყინვარზე 20-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რა დროსაც მყინვარის წვერიდან ყინულის ნაწილი ჩამოტყდა

2 / 8

სამაშველო ოპერაციაში მყისიერად ჩაერთო რამდენიმე ვერტმფრენი

3 / 8

დაღუპულია მინიმუმ შვიდი ადამიანი

4 / 8

ამ მომენტისათვის უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანია დაკარგული

5 / 8

იტალიის მთავრობის ხელმძღვანელმა მარიო დრაგიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. შემდეგ პრემიერმა საზოგადოებას პლანეტაზე კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისკენ მოუწოდა

6 / 8

ზვავი კვირას ჩამოწვა, მას შემდეგ, რაც ტემპერატურამ 10°С-ს მიაღწია

7 / 8

ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ყინულის ლღობის მიზეზი ანომალიური სიცხე გახდა

8 / 8

მყინვარი მდებარეობს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით, ალპურ ზონაში, მარმოლადას მთაზე