საქართველოში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დეფიციტია

სპეციალისტებმა განგაშის ზარს შემოჰკრეს – ამ სფეროშო არ არიან არც პროფესიონალები, არც საჭირო გადამზადების თანამშრომლები.
Sputnik
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველო შრომის უსაფრთხოების სფეროში კადრების დეფიციტს წააწყდა, განაცხადა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა.
მისი თქმით, მრავალი წლის განმავლობაში ადამიანები ამ სფეროში არ მუშაობდნენ და, შესაბამისად, მათ არ ამზადებდნენ. ლიპარტელიანი დარწმუნებულია, რომ ახლა ქვეყანაში საჭიროა მეტი აქცენტის გაკეთება პროფესიულ განათლებაზე.
ლიპარტელიანის განცხადებით, საქართველოს, როგორც ქვეყანას განვითარებადი ეკონომიკით, ფიზიკურად არ შეუძლია ამდენი უმაღლესდამთავრებულის დასაქმება. ამიტომ მეტი აქცენტია საჭირო პროფგანათლებაზე, აღნიშნა მან „პალიტრანიუსის“ ეთერში.
მან აღნიშნა, რომ შრომის უსაფრთხოების სფეროს გარდა, კადრების დეფიციტია სხვა დარგებშიც, თუმცა ასეთი სპეციალისტების გადამზადება არ ხდება.
ბოლო წლებში მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა დახმარებით გაძლიერდა შრომის ინსპექციის სამსახური. მანდატის წყალობით ინსპექტორებს შეუძლიათ მონიტორინგის წარმოება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროება, იძულებითი შრომა, შრომითი ექსპლუატაცია და სხვ.