საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის სხდომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე, ღამითვე შეიკრიბნენ და კანცელარიის ცენტრალური შესასვლელი დაბლოკეს. პოლიციამ რამდენჯერმე მოუწოდა მათ გზის გაწმენდისკენ, ბოლოს კი გზა ძალის გამოყენებით გაათავისუფლეს.
გუშინ ათასობით ადამიანი მივიდა პარლამენტთან მთავრობის გადადგომისა და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო კრიტერიუმების შესრულების მოთხოვნით. გვიან საღამოს აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიის შენობასთან გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეები ცდილობენ მთავრობის სხდომის ჩაშლას, განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „სირცხვილიას“ ხელძღვანელმა ნოდარ რუხაძემ.
საქართველოს მთავრობის სხდომა ტრადიციულად ორშაბათობით, 11:00 საათზე იმართება. ტელერახ „იმედის“ მონაცემებით, მთავრობის მეთაური უკვე კანცელარიის შენობაში იმყოფება.