სვანეთი დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს
დღეისათვის სვანეთში გზები მოწესრიგებულია და ნებისმიერი ტრანსპორტით შესაძლებელია ჩასვლა, თუმცა კარგი ამინდის პირობებში
ტურიზმის განვითარების მიზნით რეგიონში უამრავი სამუშაო ჩატარდა. მესტიაში გაიხსნა საბაგირო, რომლითაც მსურველები ხაწვალში ადიან, ზღვის დონიდან 2347 მეტრზე
კარგ ამინდში აქედან უშბა მოჩანს
სვანური კოშკები სვანეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა
მიუხედავად მკაცრი კლიმატისა, სვანეთში მოხერხდა უძველესი კოშკების შენარჩუნება
ეს კოშკები უშგულში მდებარეობს
სოფელი უშგული ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღეზეა და ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი დასახლებაა
უშგულის არქიტექტურა მსოფლიო მნიშვნელობისაა
სვანური კოშკები და სხვადასხვა ნაგებობები შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში
ისინი IX-XII საუკუნეებშია აგებული
დღეს უშგულში რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობს
სვანეთში ასევე ულამაზესი ბუნებაა
აქ არის ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები, მყინვარები, ჩანჩქერები და მთები, რაც არცერთ მნახველს არ ტოვებს გულგრილს