თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ინდოეთის ოკეანეში ტანკერზე მყოფი ბათუმელი მეზღვაური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა.
საინფორმაციო სააგენტო „აჭარა News“-ის ინფორმაციით, ტანკერზე, რომლითაც ქიმიური ნივთიერებები გადაჰქონდათ, გაჟონვა მოხდა, რის შედეგადაც 39 წლის მეზღვაური გარდაიცვალა. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარ ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ. გარდაცვლილის ცხედარს უახლოეს დღეებში ბათუმში გადმოასვენებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მეზღვაურს მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.