თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. ცხვარიჭამიაში 20 წლის ბიჭი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხვარიჭამიაში ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. დაჭრის ფაქტს წვეულების სტუმრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
შსს-ში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.