აკრძალული ქალაქის შედევრები: ჰონკონგში ახალი სასახლე-მუზეუმი გაიხსნა - ფოტო

ჰონკონგის დიდ კულტურულ ცენტრ „დასავლეთ კოულუნში“ გაიხსნა ახალი სასახლე-მუზეუმი, რომელიც კომპლექსის საერთო კომპოზიციის ნაწილად იქცა.
Sputnik
ულტრათანამედროვე მუზეუმი, რომელიც 13 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს, აიგო ზღვის პირას, ვიქტორიას სრუტის მახლობლად.
კომპლექსის შემადგენლობაში ასევე იგეგმება თეატრის, საოპერო დარბაზების, საგამოფენო პავილიონებისა და სხვა სამუზეუმო დაწესებულებების მოწყობა – სულ იქნება 17 ობიექტი.
1 / 12

ახალი მუზეუმი Hong Kong Palace Museum, რომელშიც განთავსებულია 900-ზე მეტი რელიკვია პეკინის საიმპერატორო კომპლექს „გუგუნიდან“, ვიზიტორებისთვის უკვე გაიხსნა

2 / 12

პეკინის სასახლე-მუზეუმში, რომელიც აკრძალული ქალაქის შუაგულში მდებარეობს, განთავსებულია ჩინური ხელოვნების მსოფლიოში უდიდესი კოლექცია. ის თითქმის 5 ათას წელს ითვლის

3 / 12

ახლა 900-ზე მეტი ექსპონატი გამოფენილია ახალ მუზეუმში

4 / 12

ცხრიდან ერთ-ერთი გალერეა ეძღვნება ჩინურ კერამიკას

5 / 12

მუზეუმში წარმოდგენილია ინტერაქტიული ინსტალაციებიც

6 / 12

ჰონკონგის სასალე-მუზეუმი არ შედიოდა ხელოვნების დიდი რაიონის მოწყობის პირვანდელ გეგმებში, რომელიც 2000-იანი წლებიდან იგეგმებოდა

7 / 12

უჩვეულო ექსპონატები, რომელთაგან 166 „პირველი დონის ეროვნულ განძად“ მიიჩნევა, წარმოდგენილია თემატურ გამოფენებზე

8 / 12

ცხენებით შთაგონებულ სახელოვნებო გამოფენაზე წარმოდგენილია ნამუშევრები ლუვრიდან

9 / 12

მუზეუმის ხელმძღვანელობის თქმით, მუზეუმის მიზანია ვიზიტორებს შესაძლებლობა მიეცეთ ახლოდან იხილონ ხელოვნების ცნობილი ნიმუშები

10 / 12

ჰონკონგის მკვიდრებისათვის მუზეუმი ზაფხულის სიცხეებისგან თავის დაღწევის ერთ-ერთ კარგ საშუალებადაც იქცა, ივლისში უკვე 100 ათასზე მეტი ბილეთია გაყიდული

11 / 12

ბილეთის ფასი შეადგენს 6,37 დოლარს, ხოლო სპეციალური საგამოფენო ბილეთების ფასი 15,29 დოლარია

12 / 12

ამასთან, ოთხშაბათობით მუზეუმში შესვლა უფასო იქნება ერთი წლის განმავლობაში