ევროპის რიგ ქვეყნებში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს
ტყეები იწვის საფრანგეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში
ათასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა
მოსალოდნელია, რომ 41 გრადუსამდე სიცხეები ივლისის ბოლომდე გასტანს. ამასობაში მეხანძრეები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ
ხანძრებსა და ანომალიურ სიცხეებს უკვე ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
კლიმატის ცვლილებების გამო ცხელი პერიოდები უფო გახანგრძლივდა და ინტენსიური გახდა, აცხადებენ მეცნიერები
სწავლულები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, რომლებიც ექსტრემალურ ამინდს უკავშირდება
გლობალური საშუალო ტემპერატურა კვლავ გაიზრება, თუ ქვეყნები არ შეამცირებენ ატმოსფეროში სათბურის გაზების გაფრქვევას
საფრანგეთის მეხანძრეთა ფედერაციის ხელმძღვანელმა გრეგორი ალიონემ განაცხადა, რომ მსოფლიო უკვე გრძნობს კლიმატის ცვლილებების შედეგებს. „ამას 2030 წლისთვის არ უნდა ველოდოთ, ეს უკვე ხდება“, – დაამატა მან
ხანძრის მიერ განადგურებული ფართობი ათობით ათას ჰექტარს შეადგენს