ტრაგედია ჩიკაგოში: აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს აღლუმზე სროლას ექვსი ადამიანი შეეწირა

ჩიკაგოს გარეუბანში ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ტრაგედიით დასრულდა.
Sputnik
ჩიკაგოს გარეუბანში მდებარე ქალაქ ჰაილენდ-პარკში დამოუკიდებლობის დღეს აღლუმზე ადამიანებს ცეცხი გაუხსნეს.
პოლიციის მონაცემებით, ბოროტმოქმედი ერთ-ერთი შენობის სახურავიდან ისროდა. მისი ვინაობა დადგენილია, ეს 22 წლის რობერტ კრიმოა. გარდა ამისა, პოლიციისთვის ცნობილია ავტომობილიც, რომლითაც ეჭვმიტანილი გადაადგილდებოდა.
სამართალდამცველები ახლა ეჭვმიტანილის ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობენ.
1 / 10

სროლა აღლუმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოხდა

2 / 10

შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

3 / 10

20-ზე მეტი კი დაშავდა

4 / 10

პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე იყოფებოდა

5 / 10

მან ცეცხლი გაუხსნა საზეიმო მსვლელობის მონაწილეებს

6 / 10

თვითმხილველები აცხადებენ, რომ 20-დან 50-მდე გასროლა გაიგეს

7 / 10

პოლიციაში აცხადებენ, რომ ბოროტმოქმედი 22 წლის რობერტ კრიმოა

8 / 10

მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან დამნაშავე კვლავ თავისუფალია

9 / 10

პოლიციაში ივლისს „ძალიან რთული“ თვე უწოდეს საზოგადოებრივი უსაფრთოების თვალსაზრისით

10 / 10

გასულ კვირაში სროლის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, 18 კი დაშავდა