თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა

როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, ცერცვაძე თავს კარგად გრძნობს და მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „პირველი არხი“.
აღნიშნულ ინფორმაციას კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ადასტურებს.
მათი განცხადებით, დაავადების მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას ექვემდებარება.
ამჟამად ცერცვაძე თავს კარგად გრძნობს და შესაბამის მკურნალობას ბინაზე გადის.
თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი პირველად 2020 წლის ნოემბერში დაუდასტურდა. ვირუსის რთული მიმდინარეობის გამო მაშინ მისი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.