თბილისის აეროპორტში ძაღლის დახმარებით 400 გრამამდე მარიხუანის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მარიხუანის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ირანის მოქალაქე დააკავეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
უწყების ცნობით, საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგ-ოფიცერმა და სამსახურებრივმა ძაღლმა სახელად ,,დიიმ“, რომელიც ნარკოტიკული საშუალების ძებნა-აღმოჩენაზეა გაწვრთნილი, თბილისის აეროპორტში ირანის მოქალაქის ბარგის დათვალიერების დროს 394,83 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა აღმოაჩინეს.
პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 261-ე, 262-ე და 273-ე მუხლებით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვას და საქართველოში უკანონო შემოტანას გულისხმობს.
საქართველოს მასშტაბით საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე უსაფრთხოების კონტროლს კინოლოგ-ოფიცრები და ნარკოტიკების/კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმის ძებნა-აღმოჩენაზე სპეციალურად გაწვრთნილი 29 ძაღლი ახორციელებს.