საპროტესტო აქციები პრაიდის კვირეულის დროს თბილისში - ფოტო

საქართველოს დედაქალაქში დასრულდა Tbilisi Pride Week, რომლის ორგანიზატორებიც ლგბტ-საზოგადოების მხარდამჭერები იყვნენ. პრაიდის კვირეულის დღეებში პოლიციის ძალების მობილიზება გახდა საჭირო, რათა აღკვეთილიყო დაპირისპირებები.
Sputnik
დასკვნითი ღონისძიება შაბათს მთაწმინდაზე ჩატარდა. იქ გაიმართა ფესტივალი სახელწოდებით Tbilisi Pride Fest. პოლიციის წყალობით კვირეულმა სერიოზული დაპირისპირებების გარეშე ჩაიარა, თუმცა საპროტესტო აქციები მაინც გაიმართა.
1 / 12

ბოლო კვირის განმავლობაში თბილისში ლგბტ-საზოგადოების საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობდა

2 / 12

პროტესტის მიზეზი იყო პრაიდის კვირეულის გამართვა

3 / 12

თუმცა, განსხვავებით გასული წლებისგან, ამჯერად დაპირისპირებები არ მომხდარა

4 / 12

ეს პოლიციის დამსახურებაა, რომელიც წესრიგს იცავდა და არ დაუშვა შეტაკებები პროტესტის მონაწილეებსა და ლგბტ თემის წარმომადგენლებს შორის

5 / 12

თუმცა აგრესიულად განწყობილი ადამიანების რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო

6 / 12

საზოგადოებრივი წესრიგის მცირედ დარღვევაზეც კი პოლიცია დამნაშავეს აკავებდა

7 / 12

აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის შენობასთან

8 / 12

შემდეგ მომიტინგეებმა მსვლელობა გამართეს ცენტრალურ ქუჩებზე

9 / 12

აქციების ბოლო დღეს მომიტინგეები მივიდნენ „ქართული ოცნების“ ოფისთან, შემდეგ კი ევროკავშირის ოფისთან

10 / 12

საბოლოოდ აქციების მონაწილეებიდან რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს

11 / 12

„ქართული ოცნების“ ოფისთან მომიტინგეებმა დახეული ლგბტ დროშები დატოვეს. აქციის ორგანიზატორები იყვნენ „კონსერვატიული მოძრაობა“ და „ალტ-ინფო“

12 / 12

უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელძღვანელებმა პრაიდის კვირეულის დროს პოლიციის ქმედებებს სამაგალითო უწოდეს