ისტორიული აღმოჩენა თუ უბრალოდ ძველი კოლექტორი? რა იპოვეს თბილისის ცენტრში - ფოტო

სპეციალისტებს მოუწევთ დაადგინონ, რა იმალებოდა მიწის ქვეშ – ისტორიული ძეგლი თუ ჩვეულებრივი კოლექტორი. იმედია, შეკითხვას პასუხი მალე გაეცემა.
Sputnik
ახლა ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, რომლებმაც უნდა დაადგინონ ნაპოვნი ობიექტის ასაკი და ისტორიული მნიშვნელობა.
1 / 12

მუშებმა მელიქიშვილის გამზირის კაპიტალური რემონტის დროს ძველი ნაგებობების ფრაგმენტები აღმოაჩინეს

2 / 12

აღმოჩენა საკმაოდ მოულოდნელი იყო

3 / 12

ახლა ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები, რომლებიც ნაპოვნი ობიექტის ასაკს და ისტორიულ მნიშვნელობას ადგენენ

4 / 12

მოულოდნელი აღმოჩენის გამო, შესაძლოა, გამზირის განახლების პროექტი გაიწელოს, ვინაიდან ადგილი სპეციალისტებმა დაწვრილებით უნდა შეისწავლონ

5 / 12

„ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც ქუჩის რემონტის დროს მუშები მსგავს აღმოჩენას აკეთებენ. თუმცა, ზუსტად რა აღმოაჩინეს, ამას სპეციალისტები ადგენენ. შესაძლოა ეს ისტორიული ძეგლი იყო, ან ძველი საკანალიზაციო სისტემის კოლექტორი“, - განაცხადეს მერიის პრეს-სამსახურში

6 / 12

მომხდარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ზოგიერთი ვარაუდს გამოთქვამს ნაგებობის ასაკთან დაკავშირებით, ზოგი ამბობს, რომ ამ აღმოჩენის გამო რემონტი დროში გაიწელება

7 / 12

თბილისის მერიამ მელიქიშვილის გამზირის განახლება 17 ივნისს დაიწყო

8 / 12

სარემონტო ზონა ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩამდეა

9 / 12

რემონტის პერიოდში ამ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია. პროექტზე დაახლოებით 6 მილიონი ლარი დაიხარჯება, სამუშაოები 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება

10 / 12

რემონტის შედეგად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, გარე განათების სისტემა, მოხდება სადრენაჟო სისტემის, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემებისა და ბუნებრივი აირის მილების მოდერნიზება

11 / 12

ელექტროგადამცემი ხაზები მოექცევა მიწის ქვეშ, მოეწყობა ტროტუარები, ახალი გაჩერებები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის და ველოსიპედებისთვის გამოიყოფა ცალკე ზოლები

12 / 12

ფილარმონიასთან აღმართული მუზა, როგორც ყოველთვის, უცვლელი დარჩება