საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

მსჯავრდებული შეწყალების აქტით შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ან მისთვის დანიშნული სასჯელი შემცირდეს/შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან, ხოლო ერთ მსჯავრდებულს დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთაგან ერთი მსჯავრდებული ქალია.
პრეზიდენტი საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის საფუძველზე ახორციელებს შეწყალებას ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ; შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ან მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ასევე სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.