მძღოლების საყურადღებოდ! თბილისის ცენტრში მოძრაობა იზღუდება

დედაქალაქის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
Sputnik
თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ვარაზისხევისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთაზე საავტომობილო მოძრაობა 27 ივლისის 23:00 საათიდან 30 ივლისის 23:00 საათამდე პერიოდში ნაწილობრივ შეიზღუდება.
ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვის დაწესება მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთანაა დაკავშირებული.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში კომპანია Georgian Water and Power წყალარინების ქსელის ცენტრალურ კოლექტორზე დაერთების სამუშაოებს ჩაატარებს.
დედაქალაქის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.