მიგრანტების სიკვდილი აშშ-ში: ტრაგედიას რამდენიმე ქვეყანა იძიებს - ფოტო

ტეხასის შტატში ათობით მიგრანტის სიკვდილის საქმის გამოძიებაში რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობს.
Sputnik
გვატემალის ხელისუფლება მონაწილეობას მიიღებს ტეხასში 53 მიგრანტის სიკვდილის გამოძიებაში. დაღუპულებს შორის გვატემალის 7 მოქალაქეა. გამოძიებაში ასევე ჩართულია ვენესუელის ხელისუფლება.
1 / 15

ტეხასის შტატში, ქალაქ სან-ანტონიოსთან გაჩერებულ სატვირთო მანქანაში 50-ზე მეტი გარდაცვლილი მიგრანტი იპოვეს

2 / 15

პოლიციამ მყისიერად დაიწყო შემთხვევის გამოძიება. წინასწარი ინფორმაციით, 53 ადამიანი უჟანგბადობით დაიღუპა, აქედან 48 ადგილზე, 5 კი საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე

3 / 15

სატვირთოში მყოფი მხოლოდ ათი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა

4 / 15

გვატემალის მკვიდრი დაღუპული ოჯახის წევრის ფოტოს უჩვენებს. გვატემალა ტრაგედიის გამოძიებაშია ჩართული

5 / 15

მანამდე გამოძიებაში მონაწილეობა გადაწყვიტა მექსიკამ

6 / 15

ყველას სურს დადგინდეს, თუ ვინ დგას მომხდარის უკან. აშშ-ის პროკურატურამ უკვე წარუდგინა ბრალი სატვირთოს მძღოლსა და მის თანაშემწეს

7 / 15

მექსიკის ლიდერმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს

8 / 15

აშშ-ის იუსტიციის მინისტრის თქმით, სატვირთოს მძღოლი და მისი დამხმარე, შესაძლოა, სიკვდილით დაისაჯონ

9 / 15

ყოველწლიურად ასობით ათასი მიგრანტი, რომელთაც არ გააჩნიათ საჭირო საბუთები, ცდილობს მექსიკიდან ამერიკაში გადასვლას

10 / 15

მექსიკის ხელისუფლება არალეგალების ტალღის შეჩერებას ცდილობს, თუმცა საუბარია ასობით ათას ადამიანზე. მიღებული ზომებით არალეგალების რაოდენობა მცირდება, თუმცა პრობლემა კვლავ აქტუალურია

11 / 15

მიუხედავად დიდი რისკისა და დეპორტაციის საფრთხისა, უამრავი ადამიანი მაინც ცდილობს აშშ-ის ტერიტორიაზე მოხვედრას

12 / 15

ოფიციალური ინფორმაციით, 2021 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში მექსიკელმა სამართალდამცველებმა და საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა 115 ათასი უცხოელი დააკავეს საზღვრის უკანონოდ კვეთის გამო

13 / 15

სულ 2021 წელს ლათინურამერიკული ქვეყნებიდან დაკავებულ არალეგალთა რაოდენობა 250 ათასამდე გაიზარდა. 110 ათასი უკვე დეპორტირებულია

14 / 15

ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, ტრაგედიამ არალეგალ მიგრანტთა ტალღა შეაჩეროს

15 / 15

მომხდარში ბრალი ედება სატვირთოს მძღოლს, 45 წლის ჰომერ ზამორანას და მის თანაშემწეს კრისტიან მარტინესს. მათ ბრალად ედებათ უცხოელების საზღვარზე უკანონოდ გადაყვანასა და მათ სიკვდილში. ორივე მათგანს სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა მოელის