გაფიცვა რუსთავში: ქარხნის მფლობელებმა და დასაქმებულებმა შეთანხმებას მიაღწიეს - ფოტო

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები გაფიცვის მეხუთე დღეს სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.
Sputnik
ქარხნის ხელმძღვანელობამ და დასაქმებულებმა შეთანხმება შეძლეს, რომელსაც ხელი 11 ივლისს მოეწერება.
1 / 11

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები ხუთი დღის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ. მათ რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ

2 / 11

4 ივლისიდან დაახლოებით 130-მა ადამიანმა უარი თქვა მუშაობის გაგრძელებაზე არსებული ანაზღაურების პირობებში. ისინი ყოველ დილით პლაკატებით იკრიბებოდნენ ქარხანასთან

3 / 11

მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების მინიმუმ 30%-ით გაზრდა იყო

4 / 11

ქარხნის ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს ანაზღაურების ეტაპობრივი მატების პირობა მისცა

5 / 11

შეთანხმების მიღწევა დღეს გახდა შესაძლებელი. კომპანიამ თითქმის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გასცა თანხმობა, გარდა ხელფასების დაუყოვნებლივ მატებისა

6 / 11

პროფკავშირის ინფორმაციით, ხელფასები ეტაპობრივად გაიზრდება. ქარხნის მუშების საშუალო ხელფასი დღეისათვის 800-900 ლარს შეადგენს

7 / 11

1 ივლისიდან ქარხნის თანამშრომლები ხელფასზე 100 ლარიან დანამატს მიიღებენ, კიდევ 100 ლარით ანაზღაურება მომავალი წლის 1 იანრიდან მოიმატებს, მარტში კი კიდევ 50 ლარი დაემატება

8 / 11

გარდა ამისა, კომპანიამ პირობა დადო, რომ გაფიცვის მონაწილეებს არავინ შეავიწროვებს, განაცდურს კი დამსაქმებლები აუნაზღაურებენ

9 / 11

ხელფასების მატების გარდა, გაფიცულთა მოთხოვნები იყო: მე-13 ხელფასი, შრომის ორმაგი ანაზღაურება დღესასწაულებზე, კვების რაციონის შეცვლა

10 / 11

მოლაპარაკების შედეგად აღდგება პრემიების გაცემის სისტემაც. ამ პროცესს პროფკავშირები გააკონტროლებენ. ქარხნის ხელმძღვანელობასა და მუშებს შორის შეთანხმებას ხელი 11 ივლისს მოეწერება

11 / 11

მანამდე საქართველოში ორი თვის განმავლობაში გაფიცულები იყვნენ „ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები, რომლებიც მოითხოვდნენ ორი თვის დაგვიანებული ხელფასების გადახდას, უვადო შრომით ხელშეკრულებებს და გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებას. ბოლო დროს გაფიცვა საქართველოში არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა