ანომალიური სიცხე ინდოეთში - ფოტო

ინდოეთის მოსახლეობა 45-გრადუსიანი სიცხისგან იტანჯება. მაღალმა ტემპერატურამ ზიანი მიაყენა სოფლის მეურნეობას, ასევე რეგულარულად იწვევს მზის დარტყმას ადამიანებში.
Sputnik
სიცხეები ინდოეთში ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო. ამ წლის მარტი ბოლო 122 წლის განმავლობაში ყველაზე ცხელი იყო. მაისის შუა რიცხვებში კი ნიუ-დელიში ტემპერატურა 49 გრადუსს სცდებოდა.
1 / 9

ადამიანები ქვიშის ქარიშხლის დროს სანგამში

2 / 9

უფასო ცივი წყლის გამცემ პუნქტებთან რიგები დგას

3 / 9

მამაკაცი დამშრალი მდინარე იამუნას კალაპოტში, ნიუ-დელი

4 / 9

ბავშვები არხში ბანაობენ სიცხეში, ნიუ-დელი

5 / 9

საბურავების მემონტაჟე კლიენტების მოლოდინში ჩრდილში ისვენებს

6 / 9

ნიუ-დელის ქუჩებში მაიმუნებსაც ძალიან სცხელათ

7 / 9

მამაკაცი დამშრალი მდინარე იამუნას კალაპოტში

8 / 9

წყალი ასეთ პერიოდში ყველაფერზე ძვირფასია

9 / 9

მამაკაცები ქვიშის ქარიშხლის დროს