მოსაზრება: დასავლეთი მსოფლიოს უკრაინული ხორბლის გარეშე შიმშილისთვის ამზადებს

Sputnik
ვადიმ პავლოვი
ბოლო დროს გლობალურ მედიამეინსტრიმის ერთ-ერთი მთავარი თემა სასურსათო კრიზისია, რომელსაც თითქოსდა რუსეთი ამწვავებს უკრაინაში თავისი ქმედებებით და მსოფლიოს დიდ ნაწილს შიმშილისა და სიკვდილისთვის სწირავს. მწვავე გამოთქმებს არავინ ერიდება - არც დასავლელი დიპლომატები, არც დასავლური მასმედია. „რუსეთი სურსათს იარაღად იყენებს და მსოფლიოს შიმშილით ემუქრება, რათა სანქციების გაუქმებას მიაღწიოს“, - მსგავსი თეზისები ბოლო რამდენიმე თვეა თითქმის უწყვეტად ისმის.
საინტერესოა, დასავლეთის აზრით, როგორ აკეთებს ამას რუსეთი? – ბლოკავს უკრაინული ხორბლის ექსპორტს და ხომალდებს შავი ზღვის ნავსადგურებიდან გასვლის საშუალებას არ აძლევს, ასევე იპარავს მარცვლეულს, აფეთქებს ელევატორებს, ანადგურებს მარაგებს და ანგრევს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას.
როგორც დასავლური მასმედია და იქაური პოლიტიკოსები ამტკიცებენ, ეს ყველაფერი იწვევს კატასტროფულ შედეგებს დედამიწის მოსახლეობისთვის და ამწვავებს ისედაც რთულ მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას.
ერთი შეხედვით, ლოგიკური ჩანს. ეს ყველაფერი ხომ გამყარებულია არგუმენტით, რომ უკრაინა - მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. პრაქტიკულად ნებისმიერ დასავლურ მედიაში შეიძლება წაიკითხოთ: „რუსეთი და უკრაინა მსოფლიო ბაზარს ხორბლის 30%-ით ამარაგებენ“. რასაკვირველია, სიმართლეა. მაგრამ ამ წინადადებიდან რუსეთს თუ ამოვშლით, გამოვა, რომ უკრაინულ ექსპორტს, მართალია, მსოფლიო მასშტაბით წონა აქვს, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაინც არ არის.
რუსეთი ამ პროდუქციის უმსხვილესი ექსპორტიორია უკრაინის გარეშეც. ამის დასტურია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემები.
რუსეთი მსოფლიოში ხორბლის მესამე უმსხვილესი მწარმოებელია (ვინაიდან ჩინეთი და ინდოეთი, რომლებიც წარმოების თვალსაზრისით ლიდერობენ, მთელ ხორბალს შიდა ბაზარზე ანაწილებენ).
FAO-ს მონაცემებით, 2020 წელს რუსეთმა 37,3 მილიონი ტონა ხორბალი გაიტანა - მსოფლიოში რუსეთის წილი 20,4%-ია. უკრაინის წილი - 18 მილიონი ტონა, 10%-ზე ნაკლები. უკრაინა უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეხუთე ადგილზეა.
უკრაინის ხორბლის ასოციაციის პრეზიდენტმა ნიკოლაი გორბაჩოვმა ხორბლის საკითხზე საერთაშორისო საბჭოს ივნისის კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაახლოებით 30 მილიონი ტონა ხორბალია ჩარჩენილი. მართლაც ასეა?
ავტორიტეტული უკრაინული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „აპკ-ინფორმის“ მონაცემებით, 2021 წელს უკრაინამ აწარმოა 83,7 მილიონი ტონა ხორბალი.
გასული სასოფლო-სამეურნეო წლის მეორე ნახევარში (01.07.2021-დან 31.12.2021-მდე) უკრაინამ გაყიდა 32,2 მილიონი ტონა. სპეცოპერაციის დაწყებამდე – 01.01.2022-დან 24.02.2022-მდე – კიდევ 11,1 მილიონი ტონა გაყიდა.
ექსპორტირებული ხორბლის გარდა უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყების დროს უნდა დარჩენილიყო 40,4 მილიონი ტონა ხორბალი.
ამ მოცულობას უნდა გამოაკლდეს შიდა მოხმარება. ხორბლის საკითხებზე საერთაშორისო საბჭო ამ პუნქტში გასულ სეზონზე დებს 27,8 მლნ ტონას, USDA - 28,5 მილიონ ტონას. უხეშად დათვლის შედეგად ირკვევა, რომ ყოველთვიურად უკრაინა დაახლოებით 2,3 მილიონ ტონას მოიხმარს. გასული წლის ივლისიდან მიმდინარე წლის თებერვლის ბოლომდე - 18,7 მილიონ ტონას. სპეცოპერაციის დაწყებამდე უკრაინას უნდა ჰქონოდა 21,7 მილიონი ტონა ხორბალი.
სპეცოპერაციის დაწყებიდან და სასოფლო-სამეურნეო წლის ბოლომდე გავიდა ოთხი თვე. თუ დავუშვებთ კიდეც, რომ საბრძოლო მოქმედებების ფონზე მოხმარება ორჯერ შემცირდა, მარტიდან ივნისამდე უკრაინამ არანაკლებ 4,6 მილიონი ტონა მოიხმარა.
გარდა ამისა, მართალია, მარტი–ივნისში ექსპორტი შემცირდა, ის მაინც არ შეწყვეტილა. ამ პერიოდში ქვეყნიდან 3,05 მილიონი ტონა ხორბალი გავიდა.
სასოფლო-სამეურნეო წლის ბოლოსთვის უკრაინას დაახლოებით 14 მილიონი ტონა ხორბალი დარჩა.
ასეთი მარტივი არითმეტიკის საფუძველზე მიღებული დასკვნა დაახლოებით ემთხვევა აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებს. მათი ინფორმაციით, უკრაინამ სასოფლო-სამეურნეო წელიწადი 13,4 მლნ ტონა ხორბლით დაასრულა.
საინტერესოა, რა მონაცემებს ეყრდნობოდა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, როდესაც ამ წლის ივნისში საუბრობდა უკრაინიდან 20 მლნ ტონა რუსეთის მიერ დაბლოკილი ხორბლის გატანის აუცილებლობაზე?
კიდევ ერთი საინტერესო კითხვა ჩნდება: რატომ დუმს დღემდე აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც ფლობს ასეთ ინფორმაციას? მათ ხომ სიმართლე იციან.
სამწუხაროდ, ასე არ არის და უკრაინის ხორბლის საცავებიდან მრავალი წელია რეგულარულად ჟონავს საინტერესო ინფორმაცია.
მაგალითად, 2020 წლის ივნისში უკრაინაში ტარდებოდა სახელმწიფო რეზერვის აუდიტი - უკრაინის მარაგი „შავი დღისთვის“. შედეგად გამოირკვა, რომ რეზერვი 97 პროცენტით დაცლილია. აღმოჩნდა, რომ თაგვებმა თითქმის მთელი სტრატეგიული მარაგი - 2,7 ათასი ვაგონი ხორბალი შეჭამეს.
სახელმწიფო რეზერვში დარჩენილი სამი პროცენტი უვარგისი აღმოჩნდა. მღრღნელებმა მიაგნეს სახელმწიფო რეზერვს ტერნოპოლის ოლქშიც და 150 ვაგონი დააცარიელეს.
ხორბლის გადასატანი ვაგონის ტევადობა 72 ტონას შეადგენს. ანუ თაგვებმა 200 ათასი ტონა ხორბალი დაამღერეს, მაშინ, როცა ერთი მღრღნელი დღეში სამ გრამ ხორბალს ჭამს.
ასე რომ, ძნელად დასაჯერებელია, რომ უკრაინაში ბოლო თვეებში არ მოუპარავთ არცერთი გრამი ხორბალი და სასოფლო-სამეურნეო წელიწადის მიწურულს იქ 13-14 მლნ ტონა დარჩა.
იბადება რიტორიკული კითხვა: საიდან დაითვალეს 25-30 მლნ ტონა უკრაინის ხელისუფლებამ, დასავლეთის ქვეყნებმა და პროდასავლურმა მასმედიამ?
უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის პირველი მოადგილის ტარას ვისოცკის პროგნოზით, წელს მოსავალი დაახლოებით 50 მლნ ტონა იქნება.
ეს არაკრიტიკულია: უკრაინა მრავალი წელი აწარმოებდა 35-45 მლნ ტონა ხორბალს წელიწადში, მაშინ როცა გასულ სეზონზე ზეწარმატებული იყო.
სხვათა შორის, რუსეთში ამ სეზონზე მარცვლეულის უხვ მოსავალს ელოდებიან - 130 მლნ ტონას. ხორბლის რეკორდული მოსავალი წელს მოსალოდნელია - 87 მლნ ტონა და მეტი.
რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად იქნება მსოფლიო ბაზრებზე 50 მლნ ტონა ხორბლის გასატანად.
ასე რომ, თეორიულად რუსეთი შეძლებს მსოფლიო ბაზარზე უკრაინული ხორბლის მნიშვნელოვანი მოცულობის ჩანაცვლებას.
ის დროა, დასავლეთი დაფიქრდეს, სინამდვილეში რა ახდენს გავლენას სასურსათო კრიზისზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე