შემოქმედებითი სივრცე N12 ორთაჭალის ციხის ადგილზე: კონცეფციაზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა

დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისთვის შესაბამისი სივრცის დაჯავშნა ონლაინ იქნება შესაძლებელი.
Sputnik
თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. მულტიფუნქციური ალტერნატიული შემოქმედებითი სივრცე N12-ის კონცეფციაზე მუშაობის პროცესი მთავრდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ყოფილი ციხის ადგილზე კრეატიული სივრცე მოეწყობა
პროექტის მიხედვით, 2023-2024 წლებში ორთაჭალის ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების შენობასა და ტერიტორიაზე ალტერნატიული შემოქმედებითი სივრცეები ეტაპობრივად გაიხსნება. მოეწყობა ღია თეატრი, სარეპეტიციო, საგამოფენო სივრცეები, ასევე სახელოსნოები და პავილიონები.
ყოფილი ციხის ადგილზე კრეატიული სივრცე მოეწყობა
„ალტერნატიული შემოქმედებითი სივრცით სარგებლობის და სხვადასხვა შემოქმედებითი პროექტისა თუ ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობა ნებისმიერ ხელოვანს ექნება", – აღნიშნულია განცხადებაში.
ყოფილი ციხის ადგილზე კრეატიული სივრცე მოეწყობა
საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ადგილზე გაეცნო კონცეფციის დეტალებს. მან არქიტექტორ დავით აბულაძესა და თოჯინების სახელმწიფო თეატრების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელ ნიკოლოზ საბაშვილთან ერთად სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
ყოფილი ციხის ადგილზე კრეატიული სივრცე მოეწყობა
მინისტრის თქმით, ეს ადგილი ბევრი ადამიანისთვის ცუდი მოგონებებისა და უსიამოვნო ამბების, მძიმე მოგონებების ადგილია.
ყოფილი ციხის ადგილზე კრეატიული სივრცე მოეწყობა
„ჩვენ გვინდა, რომ თავისუფლების აღკვეთის ეს ადგილი ვაქციოთ თავისუფლების კერად", – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ყოფილი ციხის ადგილზე კრეატიული სივრცე მოეწყობა
ორთაჭალის ყოფილი მე-12 პენიტენციური დაწესებულების შენობასა და ტერიტორიაზე კულტურისა და თავისუფალი შემოქმედების კერის მოწყობის იდეას საფუძველი 2021 წელს ჩაეყარა.