თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. დედაქალაქში ამ დღეებში შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობენ წამყვანი ლიტერატორები და კრიტიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაცია (ICLA) 1954 წელს დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია ლიტერატურის შესწავლა საერთაშორისო თვალსაზრისით. საერთაშორისო კონგრესი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.
ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს წამყვანი კრიტიკოსები, ლიტერატორები, კულტუროლოგები, მთარგმნელები და მწერლები ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში უკვე შეხვდნენ პოეტ დავით მაღრაძეს.
კონგრესში ქართველი ლიტერატორებიც მონაწილეობენ, რომლებიც შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციის ქართული ორგანიზაციის წევრები არიან.
კონგრესი ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან თანამშრომლობით.