თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სურსათის უვნებლობის სამსახურმა საქართველოს საზღვაო კურორტზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი 300 კგ ცხენის ხორცი ამოიღო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
სამსახურმა ავტომობილი იმ დროს გააჩერა, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს ცხენის ხორცი სამეგრელოდან აჭარის მიმართულებით სარეალიზაციოდ გადაჰქონდათ.
გავრცელებული ინფორმაციით, არადეკლარირებული და კანონით აკრძალული ხორცპროდუქტი განადგურდა, ავტომობილის პატრონი კი 1000 ლარით დაჯარიმდა. არადეკლარირებული პროდუქტი, სავარაუდოდ, ტურისტების გამოსაკვებად იყო გამზადებული.
საქართველოს კანონმდებლობით, ვირისა და ცხენის ხორცის საკვებად რეალიზაცია აკრძალული არ არის, მაგრამ დაცული უნდა იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. ცხოველი დაკლული უნდა იყოს სპეციალურ სასაკლაოზე, უნდა იყოს აცრილი და მის ეტიკეტზე რეალიზაციის დროს მითითებული უნდა იყოს ხორცის ნაირსახეობა.