თბილისი, 24 ოვლისი – Sputnik. ქართველი დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის ჭადრაკის კავშირის (ECU) პრეზიდენტად ზედიზედ მესამედ აირჩიეს.
სალონიკში ECU-ს გენერალურ ასამბლეას ევროპის 49 ქვეყნის ეროვნული საჭადრაკო ფედერაციის დელეგატი ესწრებოდა. ზურაბ აზმაიფარაშვილმა 44 ხმა მოაგროვა. ორი ბიულეტენი ცარიელი აღმოჩნდა, კიდევ ოთხი ბათილად ცნეს.
ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის ჭადრაკის კავშირს 2026 წლამდე უხელმძღვანელებს.
აზმაიფარაშვილის მოადგილე გახდა წარსულში ცნობილი ლატვიელი მოჭადრაკე დანა რაიზნიცე-ოზოლა, ვიცე-პრეზიდენტები - ისლანდიელი მოჭადრაკე გუნარ ბიორნსონი და ინგლისელი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი მალკოლმ პეინი.
ზურაბ აზმაიფარაშვილი – ყოფილი საბჭოთა და ქართველი მოჭადრაკე, გროსმაისტერი (1988), ევროპის ჩემპიონი (2003), ფიდეს დამსახურებული მწვრთნელი (2004). 2014 წელს ნორვეგიაში ECU-ს პრეზიდენტად აირჩიეს.