ზღვა და უსაფრთხოება: ქართველი მაშველები მამაცობისთვის დააჯილდოვეს

2022 წლის საზღვაო სეზონზე ქვეყნის მასშტაბით 320-ზე მეტი მაშველი მუშაობს.
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმდინარე წლის საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და დამსახურებისთვის მაშველები დააჯილდოვა.
ქართველი მაშველები მამაცობისთვის დააჯილდოვეს
სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლაშა თვაურმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონების მაშველებს – ზაზა ბუკიას, ირაკლი გოგუაძეს და ირაკლი ცინცაძეს. თბილისის წყალზე რეაგირების სამმართველოს უფროსმა მალხაზ აბესაძემ კი სპეციალური ჯილდო მიიღო.
ქართველი მაშველები მამაცობისთვის დააჯილდოვეს
თითოეულმა მათგანმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საკუთარი სიცოცხლის ფასად რამდენიმე რთული სამაშველო ოპერაცია ჩაატარა.
ქართველი მაშველები მამაცობისთვის დააჯილდოვეს
2022 წლის საზღვაო სეზონის გახსნიდან დღემდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დაახლოებით ერთთვიან მონაკვეთში ზღვაში მყოფი 40 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. გარდა ამისა, სანაპირო ზოლზე იპოვეს 11 გზააბნეული მოქალაქე, მათ შორის არასრულწლოვნები.
ქართველი მაშველები მამაცობისთვის დააჯილდოვეს
ასევე, სანაპირო ზოლზე მორიგეობისას მაშველებმა 14 დამსვენებელს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ქართველი მაშველები მამაცობისთვის დააჯილდოვეს
ზღვის, მდინარეებისა და ტბების სანაპირო ზოლებზე მეხანძრე-მაშველები ყოველდღიურად მორიგეობენ და მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე ზრუნავენ. 2022 წლის საზღვაო სეზონის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით 320-ზე მეტი მაშველი მუშაობს. მნიშვნელოვანია, რომ სეზონური მაშველების ანაზღაურება, წინა წლებთან შედარებით, 25% პროცენტით არის გაზრდილი, აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.