თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. ირანის სამხრეთ-დასავლეთში, ფარსის პროვინციაში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, იტყობინება Iran International.
„პარასკევს ირანის სამხრეთ-დასავლეთის პროვინცია ფარსის სამ ქალაქში ძლიერმა წვიმამ და შემდგომ წყალდიდობამ სულ მცირე 21 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო რამდენიმე დაკარგული ადამიანის სამძებრო ოპერაცია გრძელდება“, - აცხადებენ სააგენტოში.
მანამდე სააგენტო Fars ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით 11 დაღუპულის შესახებ იუწყებოდა.
წყარო - Iran International.