პოლიცია საეჭვო მანქანით დაინტერესდა: ვარკეთილში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების“ მუხლით.
Sputnik
თბილისი, 23 ივლისი— Sputnik. ვარკეთილში, რომანოზ ხომლელის ქუჩაზე პოლიცია საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს, იუწყება „პირველი არხი“.
ტელეარხის ცნობით, პოლიციის თანამშრომლების ყურადღება მიიქცია ავტომობილმა ჩამტვრეული შუშებით და სხვა დაზიანებებით, ტერიტორიაზე არის სისხლის კვალი. წინასწარი ინფორმაციით, მანქანა სახელმწიფოს ბალანსზე არის აღრიცხული და ერთ-ერთ უწყებას ეკუთვნის.
ამჟამად ავტომობილს კრიმინალისტები ათვალიერებენ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების“ მუხლით. არ არის გამორიცხული, ახალი გარემოებების გამოვლენის შემდეგ საქმის გადაკვალიფიცირება მოხდეს.
წყარო - „პირველი არხი“.