თეთრი ზვიგენები აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს უტევენ - ფოტო

სანაპიროსთან ახლოს მცურავი მტაცებლების გამო რამდენიმე პლაჟი დროებით დაიკეტა.
Sputnik
ლონგ-აილენდის რამდენიმე პლაჟზე ცურვა აიკრძალა მას შემდეგ, რაც სმიტ-პოინტის პლაჟის ერთ-ერთ მაშველს ზვიგენმა უკბინა.
30 ივნისიდან ლონგ-აილენდის სანაპიროებზე ზვიგენის ადამიანზე თავდასხმის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა. სამმა დაშავებულმა სერიოზული დაზიანებები მიიღო.
1 / 8

უსაფრთხოების მიზნით ლონგ-აილენდის ცნობილ პლაჟებზე დრონები დაფრინავენ ზვიგენების აღმოსაჩენად

2 / 8

პატარა დრონები აღჭურვილია ინფრაწითელი ვიდეოკამერებით, რომლებიც წყალქვეშ ზვიგენების სილუეტს აფიქსირებენ

3 / 8

დიდ დრონებზე კი დამონტაჟებულია პროჟექტორები და ხმის გამაძლიერებლები დამსვენებლების გასაფრთხილებლად

4 / 8

დრონების გამოყენების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ზვიგენების ადამიანებზე თავდასხმის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა

5 / 8

ერთ-ერთი თავდასხმა წელამდე სიღრმის წყალში მოხდა

6 / 8

ოფიციალური პირების თქმით, მსგავსი თავდასხმები იშვიათია

7 / 8

უსაფრთხოების მიზნით პლაჟებზე პატრულების რაოდენობა გაიზარდა და გამოიყო დამატებითი ჰიდროციკლები

8 / 8

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ზვიგენების პლაჟებთან ახლოს გამოჩენის მიზეზი მაღალი ტემპერატურაა