მირა ტერადა: საიტ „მშვიდობისმყოფელზე“ ბავშვების პირადი მონაცემები გამოქვეყნდა

Sputnik
რეგინა გომელსკაია
უკრაინულმა ვებგვერდმა „მშვიდობისმყოფელი“ 327 არასრულწლოვნის პირადი მონაცემები გამოაქვეყნა. რუსულმა მხარემ კვლავ მიმართა გაეროს რესურსის დაბლოკვის თხოვნით.
ხუთშაბათს, 2022 წლის 21 ივლისს, „როსია სეგოდნიას“ საერთაშორისო მულტიმედიურ პრესცენტრში არასრულწლოვანთა მიმართ საფრთხისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელთა მონაცემებიც უკრაინულ საიტ „მიროტვორეცზეა“ გამოქვეყნებული.
უკრაინული საიტი „მშვიდობისმყოფელი“ 2014 წლის აგვისტოში შეიქმნა. საიტის ადმინისტრაცია მონაცემთა ბაზაში აგროვებს იმ ადამიანების სიას, რომლებიც, მათი აზრით, მონაწილეობენ ანტიუკრაინულ ქმედებებში.
პუბლიკაცია „განსაწმენდელი“ (ასე ჰქვია საიტის იმ განყოფილებას, რომელშიც ადამიანების პირადი ინფორმაცია გროვდება) ხშირად პირდაპირ საფრთხეს უქმნის მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას. პერსონალური მონაცემები - ფოტოები, საცხოვრებელი მისამართები, ტელეფონის ნომრები და გვერდები სოციალურ ქსელებში - უკანონოდ გროვდება და ქვეყნდება იმ პირთა ნებართვის გარეშე, ვინც „მშვიდობისმყოფელის“ ხედვის ველში მოხვდება.
თავდაპირველად, საიტის კურატორებმა გამოაქვეყნეს უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებული ჟურნალისტებისა და პოლიტიკური მოღვაწეების მონაცემები. თუმცა, მოგვიანებით „მშვიდობისმყოფელზე“ გამოჩნდა ინფორმაცია არასრულწლოვან ბავშვებზე, რაც არა მხოლოდ რუსეთის და უკრაინის კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო ნორმებისა და შეთანხმებების უხეში დარღვევაა. მაგალითად, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციისა, რომელიც წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, უზრუნველყონ ყველა ბავშვის დაცვა.

„მშვიდობისმყოფელში“ მოხვედრილი 327 ბავშვი

„რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდმა“ საგულდაგულოდ შეისწავლა საიტის მუშაობა და შეაგროვა არასრულწლოვანი ბავშვების მონაცემთა ბაზა, რომელთა პირადი ინფორმაცია და დოკუმენტებიც გამოქვეყნდა იქ. ფონდის უფლებადამცველები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახლა უკრაინული რესურსის მონაცემთა ბაზაში განთავსებულია სულ მცირე 327 არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემები რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიასა და სომხეთში, აქედან 162 გოგონაა და 165 — ბიჭი.
„საიტის ადმინისტრატორებმა არასრულწლოვანთა შესახებ მონაცემების აქტიური გამოქვეყნება დაიწყეს 2018 წლის 31 მაისის შემდეგ და ასე აგრძელებენ დღემდე“, - თქვა მირა ტერადამ, უფლებადამცველი ჯგუფის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ბავშვის შესახებ უახლესი პუბლიკაცია 2022 წლის 4 თებერვლით თარიღდება, ხოლო ბავშვთა პროფილების რაოდენობის პიკი 2020 წლის ზაფხულის ბოლოზე მოდის.
ტერადამ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთა გამოქვეყნებული პერსონალური მონაცემები ხშირ შემთხვევაში შეიცავდა საცხოვრებელ მისამართებსა და ფოტოებს.
შეგროვებული მონაცემებით, არასრულწლოვანთა 60%-ზე მეტი ცხოვრობს დონეცკის ტერიტორიაზე, 8% — ლუგანსკის ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციაში - 72 ბავშვი, უკრაინაში - 31, ბელორუსიაში - 3, სომხეთში - 1. ბავშვი.

ჩამონათვალში შეყვანის აბსურდული მიზეზები

„ძირითადი მიზეზი — ეს უკრაინის საზღვრის გადაკვეთაა ყირიმის ტერიტორიიდან - 268 შემთხვევა. 58 შემთხვევა — პროპაგანდისტული მსხვერპლია, 13 შემთხვევაში - პროპაგანდაში მონაწილეობა, 9 შემთხვევაში — ყირიმის რესპუბლიკის მიერთების ლეგალიზაციის მცდელობებში არასრულწლოვნის მონაწილეობა“, — ამბობს ტერადა.
თითოეული ბავშვი, რომელიც წარმოდგენილია "მშვიდობისმყოფელის" ბაზაში, ცინიკურად არის დადანაშაულებული უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების, მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლისა და წესრიგის წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებების ჩადენაში.

„ექვემდებარება ლიკვიდაციას"

შეგროვებული მასალების მიხედვით, ბოროტგანმზრახველები ადამიანების ადგილსამყოფელის შესახებ მონაცემებს „მშვიდობისმყოფლის“ ბაზიდან იღებდნენ, რის შემდეგაც მუქარებს უგზავნიდნენ მათ ან ავიწროებდნენ. ამ საიტზე განთავსებული პუბლიკაციების გამო რამდენიმე ადამიანი უკვე გახდა თავდასხმების მსხვერპლი.
13 წლის ლუგანსკელი გოგონას, ფაინა სავენკოვა პერსონალური მონაცემები ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2021 წლის აგვისტოში, რის შემდეგაც მას არაერთხელ დაემუქრნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, „აზოვის“ მებრძოლები მას და მთელ მის ოჯახს მოკვლით ემუქრებოდნენ მის თვალწინ.
„მშვიდობისმყოფელზე“ფაინას გვერდზე, ზედა მარჯვენა კუთხეში, არის წარწერა „ექვემდებარება ლიკვიდაციას". ჟურნალისტის კითხვაზე: შეეშინდა თუ არა იყო სიაში მოხვედრისა, ფაინამ გულახდილად უპასუხა: „კი, რა თქმა უნდა“.
„მშვიდობისმყოფელის“ მუქარაზე ლუგანსკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანა სოროკამაც ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინა რვა წელია ომის დანაშაულებს სჩადის, დანაშაულებს პიროვნებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ, მშვიდობის წინააღმდეგ. და ამ საიტის არსებობა კიევის რეჟიმის საშინელი დანაშაულის ერთ-ერთი ეპიზოდია.
„ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, როგორია ამ საიტზე ინფორმაციის განთავსება. ჩემი ყველა პერსონალური მონაცემი რვა წელია არსებობს, გარდა ამისა, საიტი შეიცავს ინფორმაციას ჩემი შვილის შესახებ. ამის შედეგია ღამის ზარები, მუქარები ჩემი და ჩემი შვილის მოკვლის შესახებ“, — თქვა მან.
ამ საიტის გამო დონბასელ ბავშვებს, რომლებიც ცხრა წელია ომის საშინელებაში ცხოვრობენ, კიდევ მეტი საფრთხე ემუქრებათ.
„ეს საიტი ქმნის პირობებს დონბასის ხალხის სრულფასოვანი გენოციდის ჩასატარებლად, ეს არის „მაკვალიფიცირებელი ნიშანი“ უკრაინის მთავრობისთვის, რომლის მიხედვითაც შეიძლება მოკვლა“, - განაცხადა სოროკამ.

საერთაშორისო საზოგადოების სრული უმოქმედობა

გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილე დიმიტრი პოლიანსკიმ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთი ცდილობდა, მოეწოდებინა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, ებრძოლათ ამ საიტის წინააღმდეგ საბრძოლველად.
„ამ პრობლემის შესახებ წერილი მივწერეთ გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს, წერილი გავუგზავნეთ UNICEF-საც. ველოდით პასუხს, მაგრამ აქტიური ქმედება არ ყოფილა. გენერალურ მდივანს ამაზე რეაგირება არ მოუხდენია. UNICEF-მა სცადა შეხვედრა ფაინასთან, მაგრამ საბოლოოდ ოფიციალური შეხვედრა არ შედგა, შემდეგ კი დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში და ეს საკითხი დავიწყებას მიეცა“, - განაცხადა პოლიანსკიმ.
ფაინა სავენკოვამ თავის მხრივ დასძინა, რომ შეხვედრის სანაცვლოდ UNICEF-მა შესთავაზა გამხდარიყო „მშვიდობის ელჩი“, თუმცა ეს შეხვედრა ჯერ არ შემდგარა.
უკრაინის მთავრობა ჯერჯერობით კატეგორიულ უარს ამბობს „მ შ ვიდობისმყოფლის“ შეზღუდვაზე, მაშინ, როცა დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემების რამდენიმე ასეული საიტი ფაქტობრივად გაანადგურა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ.

შემდგომი ბრძოლა "მშვიდობისმყოფელთან"

დიმიტრი პოლიანსკის თქმით, რუსეთის ამოცანაა, აჩვენოს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებს, რომლებიც თავს ცივილიზებული სამყაროს ნაწილად თვლიან, რა ხდება რეალურად უკრაინაში.
„ჩვენ შევაფასეთ ინფორმაცია, რომელიც მირამ მოგვაწოდა, გუშინ, რუსეთის ფედერაციის სახელით, ანტონიო გუტერეშს გავუგზავნე წერილი ამ ბავშვების შესახებ, დაახლოებით 327-ზე, რომელიც ჩვენ ვიცით. თუმცა მათი რაოდენობა ალბათ უფრო მეტია. მიუხედავად ამისა, ეს ციფრიც კი აბსოლუტურად შემზარავი და შოკისმომგვრელია. გასაგებია, რომ ამ ბოროტებას უნდა ვებრძოლოთ“, - განაცხადა დიპლომატმა.
მან დამსწრეებს დაარწმუნა, რომ გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლობა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არიან უზრუნველყონ მსოფლიო მხარდაჭერა ამ საკითხში.
ღია მონაცემებით, "მშვიდობისმყოფელის" სერვერი მდებარეობს შეერთებულ შტატებში, რაც შეიძლება იყოს დასტური იმისა, რომ ეს რესურსი შეიქმნა ამერიკელი მოქალაქეების ან კომპანიების მხარდაჭერით და დიდი ალბათობით, ამერიკული სადაზვერვო სააგენტოების მონაწილეობით.
„დღეს მივიღე დამატებითი მონაცემები ამ საკითხთან დაკავშირებით. ამჟამად ვამოწმებთ ადამიანებსა და ამ რესურსის ექსპლუატაციაში ჩართულ ამერიკულ და კანადურ კორპორაციებს. ინფორმაციის გადამოწმებისთანავე შესაბამისი ინფორმაცია გადაეცემა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტსა და სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც სერიოზულად მოეკიდებიან ამ საკითხს“, - განაცხადა მირა ტერადამ.
მისივე თქმით, ფონდის მორიგი ანგარიში ორგანიზატორებისა და საიტის დამფინანსებლების შესახებ ასევე მიეწოდება პოლიანსკის, რათა ახალი მასალები დაურთოს გაეროს მიმართვას.
დასასრულს, ტერადამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ გაეროს, UNICEF-ის, რუსული და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით შეიძლება მიღწეული იქნას ამ რესურსის სრული დაბლოკვა და ბავშვებისა და მათი მშობლების პერსონალური მონაცემების სრული ამოღება.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე