ვიდეო: მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის ქალიშვილმა პოდიუმზე გონება დაკარგა

სიცილიაში „ალტა მოდას“ ფარგლებში გამართული „დოლჩე და გაბანას“ ჩვენება რამდენიმე ფაქტორის გამო გახდა განსაკუთრებული. ერთი, რომ მას მსოფლიო კინოს ლეგენდარული ვარსკვლავები ესწრებოდნენ და, მეორე, მასზე დამწყებმა, მაგრამ თანამედროვეობის ულამაზესმა მოდელებმა გაიბრწყინეს.
Sputnik
მათ შორის იყო ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის 17 წლის ქალიშვილი დევა, რომელიც „დოლჩე და გაბანას“ სახეა.
ჩვენების დროს სამწუხარო ინციდენტი მოხდა – მონიკა ბელუჩის ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. დევა კასელმა პოდიუმზე გონება დაკარგა და დაეცა.
ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ეხმარება რამდენიმე სტუმარი გოგონას წამოდგომაში.
დევა კასელმა ჩვენებაში მონაწილეობა განაგრძო, თუმცა არანაირი განმარტება არ გაუკეთებია.
დევამ პოდიუმზე ბრენდის უახლესი კოლექციიდან „საბედისწერო ქალის“ კოსტიუმი წარადგინა. თეთრი გამჭვირვალე კაბა დევას ულამაზეს შავ თეთრეულთან ჰქონდა შეხამებული, რაც სამოსს საოცარ ორიგინალურობას მატებდა.