დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ივლისი

გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
Sputnik
დღეს 2022 წლის 22 ივლისია, პარასკევი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ამ დღეს ვარსკვლავები ნანატრ წონასწორობას გვპირდებიან. ემოციები კვლავ ძლიერი იქნება, მაგრამ გრძნობების მართვა და წონასწორობის შენარჩუნება მნიშვნელოვნად მარტივი გახდება. რომანტიკასთან დაკავშირებით კი „სიფრთხილეა" საჭირო – მსუბუქი გატაცება და „უბრალო" ფლირტიც კი შეიძლება ღრმა გრძნობაში გადაიზარდოს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 ივლისი>>
ვერძი: დღეს უამრავი შეხვედრა გელოდებათ. ეს ეხება რომანტიკულ ნაცნობობასაც და საქმიან კავშირებსაც. ამ უკანასკნელს რაც შეეხება, სიფრთხილეა საჭირო, რათა თქვენმა გარკვეულმა საქმეებმა, სიტყვებმა ან გეგმებმა თქვენს კარიერაზე ან შემოსავლებზე უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს.
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას
კურო: გარშემომყოფებს თქვენი მხარდაჭერის იმედი ექნებათ. თავდაჯერებული ხართ და ლიდერისთვის დამახასიათებელ ქარიზმას ასხივებთ. ბევრი მოგმართავთ რჩევისთვის. შეგიძლიათ კარგად გააზრებული რჩევა მისცეთ ადამიანებს. თქვენი გონება მობილიზებულია და სულ მცირე ბზარსაც კი შენიშნავს ნებისმიერ გეგმაში.
ტყუპი: დღეს ფრთხილად უნდა იყოთ იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენით მანიპულირებას ცდილობენ. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ადამიანების თავშეყრის ადგილებს, რადგან არ არის გამორიცხული, რომ სხვის საქმეში აღმოჩნდეთ ჩათრეული და ამან შესაძლოა, უამრავი პრობლემა შეგიქმნათ.
კირჩხიბი: დღეს გადაწყვეტილებებს ემოციების კარნახით მიიღებთ, ხოლო თქვენი მთავარი არგუმენტი ინტუიცია გახდება. სადაც ფანტაზია იქნება საჭირო, ტოლს ვერავინ დაგიდებთ, ადამიანების გულებს გადაშლილი წიგნივით წაიკითხავთ. გარშემომყოფებს შეიძლება მოეჩვენოთ კიდეც, რომ ტელეპათიის უნარი გაგაჩნიათ.
პროფესია - ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ლომი: ყველანაირი საშუალება და უნარი გაქვთ, რომ საქმიან სფეროში შესანიშნავი კონტაქტები დაამყაროთ. მთავარია, მოიდომოთ და გულხელდაკრეფილი არ ისხდეთ – საჭიროა, თვითონ გახვიდეთ საჭირო ადამიანებზე და დაიწყოთ საუბარი, ისინი კი თქვენს საოცარ მომხიბვლელობაზე თვითონ "წამოეგებიან".
ქალწული: შესანიშნავი დღე გელით. თავს მარტოდ ნამდვილად არ იგრძნობთ. დღეს ადამიანებთან ნებისმიერი ურთიერთობით შეგიძლიათ კმაყოფილების მიღება, თუნდაც ეს მუშაობის პროცესში მოხდეს. საკუთარი ინდივიდუალობის ყველაზე კაშკაშად წარმოჩენას სწორედ ჯგუფში შეძლებთ – ასეთია ამ დღის თავისებურებანი.
სასწორი: შეძლებთ გარშემომყოფების მანიპულირებას. ეს შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი ზეწოლა –კამათი, ბრძანება და სხვ., ისე ფარული ძაფების ამოძრავება, როდესაც „მეთოჯინის" როლს ირგებთ. საბოლოოდ მიიღებთ სასურველ შედეგს, თუმცა იმდენ დროსა და ძალას დახარჯავთ, რომ შეიძლება სიხარული აღარც განიცადოთ.
მამაკაცთა გულთამპყრობელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: თქვენთვის ძალიან ადვილი იქნება სხვა ადამიანის მოსაზრების მოსმენა; შეძლებთ ვითარებისთვის ოპონენტის თვალსაზრისით შეხედვას. დიპლომატიური შესაძლებლობები გამძაფრებული გაქვთ. ეს უზრუნველყოფს წარმატებებს მოლაპარაკებებში და ნებისმიერ საქმეში, სადაც ურთიერთობებია საჭირო.
მშვილდოსანი: დღეს თქვენი მთავარი ამოცანა ახლობლების დახმარება იქნება. გაგიჩნდებათ ახლობლებზე ზრუნვის სურვილი. შეძლებთ შეასრულოთ მათთვის ფსიქოანალიტიკოსის როლი და საქმიანი რჩევაც მისცეთ. მთავარია, ეს მზრუნველობა აკვიატებაში არ გადაიზარდოს, ამისთვის თქვენი ალტრუიზმი უნდა შეაკავოთ.
თხის რქა: დღეს საბრძოლო განწყობა გაქვთ, თუმცა ვის უნდა ებრძოლოთ, გაუგებარია. გარშემომყოფები მზად არიან, გამარჯვება ბრძოლის გარეშე დაგითმონ. ნებისმიერ ხალხმრავალ ღონისძიებაში თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში, ხოლო ორგანიზატორის ან მშვიდობისმყოფელის როლში ბადალი არ გეყოლებათ.
კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: კარგი დღეა ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად. თუ ურთიერთობები, ჩვეულებრივ, ჩხუბით სრულდება ხოლმე, დღეს განწყობა იქნება, რომ ერთმანეთს გაუგოთ. ეცადეთ, გულწრფელად ისაუბროთ და ნახავთ, რომ მხარს დაგიჭერენ და უფრო მეტიც – შემხვედრ ნაბიჯსაც გადმოდგამენ.
თევზები: ყოველდღიური ამოცანების შესრულებისას "ავტოპილოტის" რეჟიმში იმოქმედებთ. რაც შეეხება ადამიანებთან ურთიერთობებს, აქ ყველაფერი პირიქითაა – ბევრი დრო და ძალა დაგეხარჯებათ. გამძაფრდება თქვენი კომუნიკაციური შესაძლებლობები, რაც გაიძულებთ, ეძებოთ ინფორმაცია, მოუსმინოთ ჭორებს, იყოთ მოვლენების საქმის კურსში. შესაძლოა, რომელიმე ფაქტმა ან ჭორმა ხელში კოზირი ჩაგიგდოთ.