„ბაზარი ორბელიანზე“ ქართული სამზარეულოს დღეებს მასპინძლობს

ღონისძიება უნიკალურ გასტრონომიულ სივრცეში გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ამ დღეებში სავაჭრო სივრცე „ბაზარი ორბელიანზე“ ქართული სასმელისა და სამზარეულოს ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიება დღეს გაიხსნა და სამი დღე გასტანს.
ფესტივალის ფარგლებში ამ სავაჭრო სივრცის ყველა სართულზე წარმოდგენილი იქნება სპეციალური გასტრონომიული კუთხეები სხვადასხვა სასმელით, კერძებით, street food-ით და სენდვიჩებით. სტუმრებს ასევე ელოდება ქართული ღვინის დეგუსტაცია და სასიამოვნო მუსიკა.
მათთვის, ვისაც კერძების მომზადება უყვარს, დაგეგმილია მასტერ-კლასი, რომლის ფარგლებშიც მსურველები შეისწავლიან შოთის პურის (23 ივლისი, 16:00) და ჩურჩხელის (24 ივლისი, 16:00) მომზადებას.