თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 22 ივლისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, კეკელიძის, ნინო ჟვანიას და მარაბდის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, ზანდუკელის და კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), სულხან ცინცაძის, საბურთალოს და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, დავარის და ასმათის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), მახათას, ფაღავას, მთავარანგელოზის, ცისკრის, სევანის, გურჯაანის, გონაშვილის და მეველეს ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების და ღოღობერიძის ქუჩის მოსახლეობას.
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის და სოფელი ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I, III, IV, V კვარტლების, ბელიაშვილის, ლუბლიანას და მიქელაძის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის, ჩიქობავას, ტურგენევის, გრანელის და საბჭოს ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს და ხომლელის ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ავჭალის დასახლების, ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ცოდნისკარის, ტყიბულის, ხვანჭკარის, შატილის, საჩხერის, ურეკის, ჩარგლის, ჩხიკვაძის, მაღალაშვილის, ირემაშვილის, სადმელის, რომელაშვილის და ლაგურაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.