ყვითელი ამბები

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვარ სტუმრად“ - სოფო ნიჟარაძის ემოციური გამოსვლა

19 ივლისს ბათუმში მომღერალ ბუბა კიკაბიძის საიუბილეო კონცერტი გაიმართა, რომელშიც მომღერალი სოფო ნიჟარაძეც იღებდა მონაწილეობას. სოფომ კონცერტზე მუსიკალური ნომერი შეასრულა მიუზიკლიდან „ქეთო და კოტე“.
Sputnik
როგორც სოფომ კონცერტის დაწყებამდე აღნიშნა, მისთვის დიდი პატივია ბუბა კიკაბიძის საიუბილეო კონცერტზე ყოფნა.
ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს აქ ვარ სტუმრად. მინდა მთელი სულით და გულით მივულოცო ჩვენს უსაყვარლესს, ერთადერთსა და განუმეორებელს, ნამდვილ ლეგენდას იუბილე და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. მინდა შევასრულო სიმღერა, რომელიც 2011 წელს ზუსტად ამ არაჩვეულებრივი სცენის, ამ დარბაზის გახსნაზე შესრულდა“, – განაცხადა ნიჟარაძემ.
„წყალი ცივია...“ - სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს
სოფო ნიჟარაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ აშშ-ში, ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და იქ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან შვილიც გააჩინა, საქართველოში სააკაშვილის დაპატიმრებიდან მალევე დაბრუნდა. მომღერალი გარკვეული პერიოდი შვილის ელის-მარიას მამის ვინაობას არ ამხელდა.
წლის ბოლოს კი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თავად გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ „მთავარი არხის” საახალწლო ეთერში მისი უმცროსი შვილი ელის-მარია სააკაშვილი დედასთან ერთად გამოვიდოდა სცენაზე.