თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. გამოაცხადეთ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას კონგრესი გააკეთებს, გააფრთხილა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, წერს გაზეთი Politico წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე სპიკერმა სახელმწიფო მდივანს ამ კვირაში განუცხადა სატელეფონო საუბრისას.
„არ არსებობს არანაირი იურიდიული მიზეზი, რომელთა გამოც კონგრესს არ შეუძლია მიიღოს კანონი, რომელიც რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ გამოაცხადებდა. კონგრესის მიერ კანონის მიღება აშკარად უფრო რთული გზაა, ვიდრე სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება, მაგრამ ამ შემთხვევაში ადმინისტრაციას პოლიტიკური საფარი მიეცემა, რომელიც პუტინზე ეკონომიკური ზეწოლისა და მისი მისამართით რიტორიკის გამკაცრების გასაძლიერებლადაა საჭირო“, — განუცხადა გაზეთს ანონიმმა წყარომ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთის „ტერორისტების თანამზრახველთა“ სიაში შეყვანის შესაძლებლობას განიხილავდა. მოსკოვმა ვაშინგტონის ამ განცხადებებს „პროპაგანდისტული სვლა“ უწოდა და პირობა დადო, რომ მსგავსი ზომებს უპასუხოდ არ დატოვებს.
წყარო: Politico