თბილისი, 21 ივლისი – Sputnik. დიდი დიღმის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება 22 ივლისის 12:00 საათიდან 18:00 საათამდე. ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, იოანე პეტრიწის ქუჩა N13-ის მიმდებარედ GWP ხვალ წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
დაგეგმილი სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდი დიღმის II მიკრორაიონს, პეტრიწის, პეტრე იბერის, დემეტრე თავდადებულის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს, ბენდუქიძის დასახლებას.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.