თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. დიდმა ბრიტანეთმა რუსული ნახშირის, ნავთობისა და ოქროს იმპორტზე აკრძალვა დააწესა, რაც მთავრობის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ხდება ცნობილი.
„ეს ცვლილება კრძალავს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ქვანახშირის/ ნახშირპროდუქტებისა და ოქროს იმპორტს, ასევე ამ პროდუქტების პირდაპირ თუ ირიბად შეძენასა და მიწოდებას“, — ნათქვამია დოკუმენტში.
მის თანახმად, ოქროზე ემბარგო დღეიდან, 21 ივლისიდან შედის ძალაში, ნახშირზე — 10 აგვისტოდან, ხოლო ნავთობზე — 31 დეკემბრიდან.
აღნიშნული ცვლილებები ასევე კრძალავს შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის, ფინანსური სერვისებისა და საბროკერო მომსახურების გაწევას.