მსოფლიო დღეს

რეკორდული სიცხის გამო ლონდონის შემოგარენში ხანძრები გაჩნდა - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 20 ივლისი − Sputnik. დიდ ბრიტანეთში 19 ივლისს ჰაერის ტემპერატურის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა − ლინკოლნშირის საგრაფოში ჰაერი 40,3 გრადუსამდე გახურდა, იუწყება ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახური.
მეტეოროლოგების თქმით, წინა რეკორდი − 38,7 გრადუსი, რომელიც 2019 წლის ივლისში დაფიქსირდა კემბრიჯში, სამშაბათის სიცხემ ერთდროულად 34 დასახლებულ პუნქტში მოხსნა.
ექსტრემალური სიცხის გამო ლონდონის შემოგარენში და ასევე სხვა ტერიტორიებზე ხანძრები გაჩნდა.
ოთხშაბათს, 20 ივლისს, მეტეოროლოგების პროგნოზით, რეკორდული სიცხის ტალღა ჩაცხრება, მაგრამ დიდი ბრიტანეთის ბევრ რაიონში ჰაერის ტემპერატურა კვლავ წლის ამ დღის საშუალო მაჩვენებელზე მაღალი იქნება.